четверг, 19 апреля 2012 г.

რელიგია


  • რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენსამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”. ეს იდეა ღირებულიაქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაულიწარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის “რელიგია” არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.
  •           რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია:ანთროპომორფიზმიანიმიზმი და მაგია.
  •                                                    მსოფლიოს  რეკიგიები
  • მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.


Комментариев нет:

Отправить комментарий